Sunday, February 8, 2015

ანგარიში



    2014    წლის 21-23 ნოემბერს მონაწილეობა მივიღე მომხსენებლად თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriott-ში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და Intel-ის, Microsoft-ის, Acer-ისა და UGT-ის  მხარდაჭერით გამართულ საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაში  (პოსტერების სესიაში),  რომელზეც სკოლის, ცალკეული მასწავლებლისა თუ წარმატებული პროექტების, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო გამოცდილების  შესახებ იყო ინფორმაცია წარმოდგენილი. 
   მონაწილეობა მივიღე აგრეთვე კონფერენციაზე გამოცხადებულ ვიდეოების კონკურსში კონფერენციაზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. ერთწუთიანი ვიდეორგოლის მეშვეობით საზოგადოებას საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის შესახებ  მივაწოდე ინფორმაცია. საუკეთესო ნამუშევარი სოციალურ ქსელ Facebook-ში მოპოვებული Like-ბის რაოდენობით გამოვლინდა. ჩემმა  ვიდეორგოლმა გაიმარჯვა და  დავჯილდოვდი  Acer AS8943G-ით. ეს საჩუქარი დიდი სტიმულის მომცემი იყო ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც.
    აღნიშნულ კონფერენციაზე  მოცემული სესიების განრიგიდან დავესწარი ჩემთვის სასურველ სესიებს, გავეცანი ტექნოლოგიურ სიახლეებს, ინტერნეტსივრცის საინტერესო და მასწავლებლისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. პროგრამაში PowerPoint შექმნილი მქონდა სახალისო დამხმარე სასწავლო რესურსები, თუმცა ამ კონფერენციაზე გავეცანი ამ საოფისე პროგრამის სხვა უამრავ  შესაძლებლობებს და სიახლეების გათვალისწინებით შევქმენი რამდენიმე რესურსი-თამაში აღნიშნულ პროგრამაში.
    კონფერენციიდან დაბრუნებულმა ჩემს კოლეგებს გავუზიარე გამოცდილება, მოვამზადე პრეზენტაცია თემაზე  ,,პრეზენტაციების დიზაინი გრაფიკული  დიზაინის  თანამედროვე  ტენდენციების გათვალისწინებით“ და კოლეგებს მივეცი ცამეტი რჩევა პროგრამა- PowerPoint-ში ეფექტური დიზაინის პრეზენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით. 

No comments:

Post a Comment